Skip Navigation Links

კომპანია

ტრეიდერებისათვის

სწავლა

პარტნიორებისათვის

ანალიტიკა

კოტირებები

მხარდაჭერა

ლოგინი:
პაროლი:
 
 
 
დემო ანგარიშის გახსნას სჭიდება 30 წამი.







 

Forex-ის შესახებ

Forex-ი არის საერთაშორისო სავალუტო ბაზარი. თავისი სახელი ის მიიღო ინგლისური შემოკლებიდან: FOReign EXchange - რაც ნიშნავს საერთაშორისო ვალუტის გაცვლას. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჭაბუკი საფინანსო ბაზარი ამჟამინდელი სახით Forex-ი არსებობს მხოლოდ გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან. ამასთანავე, სავალუტო ბაზარი არის მოცულობით ყველაზე დიდი და საკმაოდ დინამიურად განვითარებადი ბაზარი. Forex-ზე ყოველდღიური ვაჭრობის ბრუნვა შეადგენს 4 ტრილლიონს დოლლარს, რაც 30-ჯერ აღემატება აშშ-ბის ყველა საფონდო ბაზრის ერთობლივ ბრუნვას.

Forex-ზე, როგორც ნებისმიერ ბაზარზე ვაჭრობა ხორციელდება განსაზღვრული საქონლით. სავალუტო ბაზრის მდგომარეობაში,ეს საქონელი არის სხვადასხვა ნაციონალური ვალუტა. სავალუტო კურსები მოძრაობის ფუძემდებელი ფაქტორებია, სახელმწიფო დაწესებულებების და კომერციული კომპანიების მოთხოვნა, მთელ მსოფლიოში საქონლის გაყიდვიდან მოგების და მთელ მსოფლიოში გაწეული მომსახურების კონვერტაცია თავის ნაციონალურ ვალუტაში. მათ წილზე მოდის სავალუტო ბაზრის საერთო მოცულობიდან მიახლოებით ბრუნვის 5%-ი. დანარჩენი 95%-ი ემსახურება სავალუტო ტრეიდერების სპეკულაციურ კაპიტალს,რომლებიც მიისწრაფვიან, სავალუტო კურსების მოძრაობიდან მოგების ამოსაღებად.

სავალუტო ბაზრის მთავარი მახასიათებელი არის მისი სტაბილურობა. მთავარი საფრთხე ნებისმიერ სავალუტო ბაზარზე არისმისი მოულოდნელი დაცემა, საბირჟო ინდექსის ვარდნა. მაგრამ, საფონდო ბაზრისგან განსხვავებით Forex-ი არ ეცემა. თუ აქციები გაუფასურდა - ეს არის კრახი. თუ დოლლარი დაეცა , ეს მხოლოდ ნიშნავს იმას რომ სხვა ვალუტა გაძვირდა: მაგალითად: იენა, რომელიც რამოდენიმე თვის განმავლობაში 1998 წელს დოლლართან მიმართებაში 25% გაძვირდა. ზოგ დღეებში დოლლარის დაცემა იზომებოდა ათეული პროცენტით. მაგრამ დოლლარის ან სხვა ვალუტის დაცემა არ არის სავალუტო ბაზრის დაცემის მიზეზი და ვაჭრობა გრძელდებოდა ჩვეულებრივ რეჟიმში. სწორედ ამაში გამოიხატება ბაზრის მდგრადობა და მასთან დაკავშირებული ბიზნესი: ვალუტა არის ყველაზე ლიკვიდური და საიმედო სავაჭრო ინსტრუმენტი.

სპეკულანტებისთვის უდიდეს ინტერესს წარმოადგენენ ყველაზე გავრცელებული (უფრო ლიკვიდური) ე.წ. "ძირითადი" ვალუტები. დღევანდელი დღის მდგომარეობით ყველა გარიგებების 85%-ზე ზევით შეადგენენ გარიგებები ძირითად ვალუტებთან. რომლებთანაც მიეკუთვნებიან: აშშ დოლლარი(USD), იაპონური იენა(JPY), ევრო(EUR), ბრიტანული ფუნტი(GBP), შვეიცარიის ფრანკი(CHF), კანადის(CAD) და ავსტრალიის(AUD) დოლლარები.

სავალუტო ტრეიდინგში ყველაზე მთავარი გაცნობის ეტაპი არის სავალუტო კურსების აღნიშვნის სისტემის ცოდნა. ეს საკმაოდ ადვილი ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ძირითადი სავალუტო წყვილთა აღნიშვნა არის ერთტიპიური. ორი სიმბოლო განლაგდება "/" ნიშნის სხვადასხვა მხარეს და მათი ღირებულება ერთი მეორეზე შეფარდებით გამოხატავს მოცემული სავალუტო წყვილის კურს. EUR/USD (კურსი ევრო აშშ დოლლართან), GBP/USD (კურსი გრიტანული ფუნტი აშშ დოლლართან) USD/JPY (კურსი აშშ დოლლარი იაპონურ იენასთან) და ა.შ. სავალუტო წყვილების უზრუნველყოფაში "/" ნიშანი ხშირად არ გამოიყენება და ვალუტის აღნიშვნა შემდეგნაირად გამოიყურება: EURUSD, GBPUSD, USDJPY.

სავალუტო ბაზარზე ოპერეციების მნიშვნელობა დიდად თვალსაჩინოა: სავალუტო კურსების მოძრაობიდან მოგების ამოღება ერთი ვალუტის მეორე ვალუტაზე შეფარდებით: მთელი სავალუტო ბაზარი შედგება სავალუტო კურსების წყვილთა ერთობლიობიდან, სადაც თითოეული გამოსახავს შეფარდებით ღირებულებას ერთი ნაციონალური ვალუტის მეორესთან შედარებით. მაგალითად: თუ ამბობენ, რომ 1 ევროში იძლევიან 1 დოლლარს და 34 ცენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ კურსი EUR/USD უდრის 1.3400.

ჩვენ თქვენ გთავაზობთ, გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ სარგებელი Forex-ზე ვაჭრობის დროს , კონკრეტულ მაგალითზე..

 

AUDCAD1.06850.07%
AUDCHF0.9861-0.20%
AUDJPY82.09-0.18%
AUDUSD1.0730-0.19%
CADCHF0.9220-0.30%
CADJPY76.84-0.26%
CHFJPY83.230.06%
CRSIDX10156.00.25%
EURAUD1.22400.23%
EURCHF1.2062-0.02%
EURGBP0.8294-0.13%
EURJPY100.520.05%
EURUSD1.31270.02%
GBPCHF1.45400.12%
GBPJPY121.110.17%
GBPUSD1.58240.15%
GOLD1720.50-0.55%
NZDCAD0.83010.24%
NZDCHF0.7657-0.07%
NZDJPY63.800.00%
SILVER33.690.15%
USDCAD0.99610.27%
USDCHF0.9188-0.04%
USDJPY76.570.01%

06.02.2012 20:14:00





 

Corsa Capital © 2007-2011. All rights reserved.